რატომ ატარებს ლევან ვასაძე აქციას „კაზანტიპის“ წინააღმდეგ და რით „დაავერბოვკა“ რუსულმა „კაგებემ“?

რატომ ატარებს ლევან ვასაძე აქციას „კაზანტიპის“ წინააღმდეგ, რით „დაავერბოვკა“ რუსულმა „კაგებემ“ და რა კავშირი ჰქონდა ამერიკელ პროფესორ კერ უოლკერთან, – ამ სათაურით სტატიას გაზეთი „ვერსია“ აქვეყნებს. როგორც გამოცემა წერს, 26 ივლისს ბიზნესმენ ლევან ვასაძის ორგანიზებით თბილისში ფესტივალ „კაზანტიპის“ წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გაიმართება. აქცია მთავრობის კანცელარიასთან მოეწყობა და მას შაბათის ლოცვის შემდეგ, სასულიერო პირები, ასევე სხვადასხვა ეკლესიის მრევლიც შეუერთდება.
„მოგვიანებით, აქციის ორგანიზატორები მთავრობაში პეტიციას აფრენენ, რომლის საშუალებითაც, როგორც თავად აცხადებენ, თავის პოზიციას გამოხატავენ. პეტიციის მთავარი არსი ის იქნება, რომ ქართული საზოგადოება ეწინააღმდეგება საქართველოში „კაზანტიპის“ ჩატარებას, რადგან ფესტივალი გარყვნილების პროპაგანდაა“, – წერს სტატიის ავტორი.
აქციის ორგანიზატორების აზრით, იმას, რომ „კაზანტიპი“ გარყვნილების ბუდეა, მისი ფორმისა და შინაარსის გარდა, ღონისძიების ფეისბუქის გვერდზე გამოქვეყნებული „კაზანტიპის“ ,,რესპუბლიკის’‘ მთავარი კანონიც ამტკიცებს – ,,იყავი ბედნიერი და ისიამოვნე’‘.
ლევან ვასაძეს მიაჩნია, რომ „კაზანტიპის“ მონაწილეები სიამოვნებას მიიღებენ და გაბედნიერდებიან მხოლოდ გარყვნილებით. თავად ღონისძიების ორგანიზატორების მტკიცებით კი, „კაზანტიპი“ ყოველწლიური ელექტრონული საცეკვაო მუსიკის ფესტივალია, რომელიც 1992 წლიდან 2013 წლის ჩათვლით უკრაინაში, ყირიმის ნახევარკუნძულზე იმართებოდა. რუსეთის მიერ ყირიმის ოკუპაციის შემდეგ კი მისი საქართველოში ჩატარება გადაწყდა. რუსეთის ხსენებაზე, ერთი კარგი რუსული გამოთქმა გამახსენდა – ,,კაჟდი პონიმაეტ პო მერე სვოეი ისპორჩენისტი’‘.
„რუსეთში ნაცხოვრებ და რუსულ სპეცსამსახურებთან სიახლოვეს მყოფ ვასაძეს ამ ფრაზის წაკითხვა – გააზრება არ გაუჭირდება. სამაგიეროდ, რიგით მოკვდავებს შეიძლება გაუჭირდეთ იმის გაგება, ვასაძემ „კაზანტიპში“ გულწრფელად ამოიკითხა ქართველი ერის გარყვნის საფრთხე, თავისი გაფუჭებულობის ხარისხით აღიქვა ფესტივალი გარყვნილების ბუდედ თუ ღონისძიების წინააღმდეგ დაგეგმილი საპროტესტო აქციაც მისი სამომავლო პოლიტიკური კარიერისთვის წინგადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია?
არსებობის უფლება სამივე ვერსიას აქვს, თუმცა ვასაძის ბეგრაუნდის გახსენების შემდეგ, მეორე და მესამე ვარიანტი უფრო დამაჯერებლად მოგეჩვენებათ. ბეგრაუნდში ამჯერად ვასაძის ვნებები იგულისხმება – პოლიტიკურ კულუარებში უკვე ალაპარაკდნენ, რომ რაინდმა, ყმაწვილკაცობაში, საპირისპირო სქესის მიმართ ინტერესი დაკარგა და ლტოლვა ბიჭების მიმართ გაუჩნდა. ეს გარდასახვა ჯერ კიდევ 90-იან წლებში იგრძნოქ მაშინ, როცა საქართველოში იარაღით დარბოდნენ და ვასაძისთვის ტყვიის დახლას, სექსუალური გამოხედვის გამოც კი არავინ მოერიდებოდა. როგორც ამბობენ, მაშინ მომავალმა რაინდმაც, სადაც არა სჯობს, გაცლა სჯობს, – პრინციპით იხელმძღვანელა და სექსუალური მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად შორეულ ამერიკას მიაშურა. თავისუფლების მოყვარულ ამერიკელებს შორის, ვასაძემ თურმე თავი ისე იგრძნო, როგორც თევზმა წყალში. ან ვასაძე ვინ იყო შტატებში, ან მისი ვნებები, ვინმეს შეემჩნია და გაკვირვებოდა. იქ ურთიერთობები მალე აეწყო და, როგორც ამბობენ, მომავალმა რაინდმა ერთმანეთის მიყოლებით, რამდენიმე „ბოიფრენდიც“ გამოიცვალა. პირველი თურმე ნიუ – იორკის ერთ-ერთი იურიდიული კომპანიის იურისტი იყო, მომდევნოთაგან ერთ-ერთი კი – ცნობილი ამერიკელი, მედიცინის პროფესორი, ემორის უნივერსიტეტის სამედიცინო დოქტორი კენ უოკერი (კენნეტჰ ჭალკე) გახლდათ, რომელიც აღნიშნულ უნივერსიტეტში 1971 წლიდან მოღვაწეობს. პოლიტიკურ კულუარებში ამბობენ, რომ ვასაძე – უოლკერს დღემდე აქვთ ურთიერთობა, თუმცა არაა გამორიცხული, ასე არც იყოს. ამის მიზეზი კი, უკვე მისი მოსკოვური მოღვაწეობაა – ამბობენ, ამერიკის შემდეგ, ცხოვრების წესის გამო, ვასაძეს სამშობლოში დაბრუნება არც უფიქრია და ამიტომაც მიაშურა დიდ რუსეთსო. იქ კი, ვლადისლავ სურკოვი გაიცნო, რომლის მეშვეობითაც, რუსულმა „კაგებემ“ ვასაძე „დაავერბოვკა“, კარგად აპრობირებული მეთოდით – ,,პოლიტიკური ვასასების’‘ თქმით, სურკოვმა ვასაძის დაშანტაჟება, სწორედ პირადი ცხოვრებითა და სექსუალური ორიენტაციით შეძლო. ასე იქცა სურკოვი ვასაძის ლობად.
მან მომავალ რაინდს ,,ქართული პროექტის’‘ კონკურსშიც რამდენჯერმე მიაღებინა მონაწილეობა: პირველად, 2002-03 წლებში, როცა შევარდნაძეს პრეზიდენტობის ვადა ეწურებოდა და მის მემკვიდრედ, მოსკოვი თავის კანდიდატს არჩევდა. მაგრამ მაშინ რუსული გეგმა ჩაიშალა და საქართველოს ხელისუფლებაში მიხეილ სააკაშვილი მოვიდა. პოლიტიკურ კულუარებში ამბობენ, რომ მეორე მცდელობა სურკოვს სააკაშვილის მმართველობის ბოლო წლებში ჰქონდა. ყველანაირად ცდილობდა, კრემლს ფსონი ვასაძეზე დაედო და არა სხვა რომელიმე კანდიდატზე, მაგალითად ბურჯანაძეზე, რომელსაც ასევე ჰყავდა კრემლში ლობი. ამბობენ, სწორედ ამ დროს, ვასაძის კიდევ ერთი გარდასახვა მოხდა – რუსეთის სპეცსამსახურებისთვის კარგად იყო ცნობილი, რომ საქართველოში მხოლოდ სარწმუნოებისა და ტრადიციებისთვის მებრძოლი გმირის სახე გახდებოდა პოპულარული და ვასაძემაც ღვთისმოშიში, ტრადიციებისთვის თავდადებული კდემამოსილის მანტია მოისხა, უფრო სწორად – ჩოხა. ამბობენ, რომ პოლიტიკური კულუარებიდან მაშინ ინფორმაციამ გაჟონა და ვასაძის წინააღმდეგ თბილისში კომპრომატების შეგროვება დაიწყო. ამბობენ იმასაც, რომ რაინდის პირადი ცხოვრების ამსახველი კადრებიც არსებობს, სადაც ვასაძე თავის პარტნიორ მამაკაცებს ეალერსება. ეს კადრები, თავის დროზე, თურმე სააკაშვილსაც ჩაუვარდა ხელში, ოღონდ ამერიკელების დახმარებით. კრემლში ფარ-ხმალი არც ამჯერად დაყარეს და ლევან ვასაძის ირგლივ რუსეთთან დაახლოებული ქართველი სასულიერო პირების ნაწილი შეკრიბეს. ისიც ითქვა, რომ სწორედ ისინი გაუსუფთავებდნენ ვასაძეს პოლიტიკური კვარცხლბეკისკენ მიმავალ გზას.
,,ვერსიაც’‘ წერდა, რომ ვასაძე პოლიტიკაში ეკლესიის დახმარებით გეგმავდა მოსვლას, მაგრამ თავად ვასაძემ განაცხადა, ასეთი გეგმები არ მაქვსო. სხვას რას იტყოდა იმ ფონზე, როცა სააკაშვილის მემკვიდრეც უკვე არჩეული იყო და რაინდს იმის გააზრებაც მოსწრებული ჰქონდა, რომ მისი გალიდერების გეგმა კიდევ ერთხელ ჩავარდა. ამ ფონზე, სავარაუდოდ, ვასაძე ,,თავის დროს’‘ ელოდება. არც სააკაშვილის ხელში არსებული კომპრომატები უნდა დავივიწყოთ – გამორიცხული არაა, ვასაძეს სააკაშვილის შურისძიების შეეშინდა და დროებით განზე გადგომა გადაწყვიტა. ან პირიქით, შესაძლოა, სააკაშვილიც აშანტჟებს და ახალი ხელისუფლების წინააღმდეგ ამხედრებს – მისი საშუალებით კი, ქართულ პოლიტიკაში ფენიქსივით ფერფლისგან აღდგომას გეგმავს. ორივე ვარიანტში გასაგებია, დროებით ,,განზე გადგომა’‘ ვასაძის ენაზე პასიურობას და მშვიდად ცხოვრებას რატომ არ ნიშნავს. პირიქით, რაინდი აქტიურობს და ყველა იმ თემას იყენებს, რომელიც პოლიტიკური კარიერის შექმნაში დაეხმარება. ასე იყო ანტიდისკრიმინაციულ კანონთან დაკავშირებით, როცა ამტკიცა, ეს კანონი ჰომოსექსუალების ქორწინების დაკანონების საფუძველი გახდებაო და, სავარაუდოდ, ასეა ახლაც, „კაზანტიპთან“ დაკავშირებით. რამდენი ადამიანი იზიარებს მის მოსაზრებას, 26 ივლისს გამოჩნდება.
ანტიდისკრიმინაციულ კანონთან დაკავშირებით კი მან დიდი მხარდაჭერა რომ ვერ მოიპოვა, უკვე ვნახეთ, მათ შორის, ვერც პატრიარქისგან. პოლიტიკურ კულუარებში ამბობენ, რომ არაა გამორიცხული, ამის მიზეზი უწმინდესისა და პრემიერ ღარიბაშვილის რამდენიმე შეხვედრაც იყოს, სადაც მათ, სავარაუდოდ, რაინდის ბეგრაუნდზე, ლობსა და სამომავლო გეგმებზეც ისაუბრეს. ამ ყველაფერზე საზოგადოებაც უკვე საუბრობს. სხვაგვარად, სერიალ ,,ჩემი ცოლის დაქალებში’‘ ვასაძის პროტოტიპი ბარათეონი არ გამოჩნდებოდა და ერთ-ერთ სერიაში ქათმებს არ შეუყრიდნენ ოთახში. ლევან ვასაძემ იცის, მირიან ბარათეონი მას განასახიერებს. ერთხელ ამაზე კომენტარიც გააკეთა და ამ ფონზე, ალბათ იმასაც მიხვდება, ადვილი ამოსაცნობია, ჩოხაში გამოწყობილი ორსახოვანი იანუსის ყველა ქმედების მიღმა, სავარაუდოდ, ქულების ჩაწერა, პოლიტიკური კარიერის შექმნის სურვილი (თუ დავალება) და კრემლის გეგმების განხორციელებისთვის ბრძოლა რომ იმალება“, – წერს გაზეთი „ვერსია“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები