ანა ბუჩუკური: სააკაშვილთან დაკავშირებულ საგამოძიებო კომისიაზე პოზიცია არ შეგვიცვლია

“მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებულ საგამოძიებო კომისიაზე პოზიცია არ შეგვიცვლია. მიზანშეწონილად არ მიგვაჩნია პარლამენტში ერთი ადამიანის სახელობის კომისია შეიქმნას”, – ამის შესახებ “საქართველოსთვის” წევრმა, ანა ბუჩუკურმა განაცხადა.

მისივე თქმით, მოქალაქეებს გადარჩენისთვის უწევთ ბრძოლა, პარლამენტი კი ვიწროპარტიული შოუს დადგმის ტრიბუნად იქცა.

“მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიაზე ჩვენმა გუნდმა არაერთხელ განვაცხადეთ და პოზიცია არ შეგვიცვლია, ჩვენი პარტია განსაკუთრებული თანმიმდევრობით გამოირჩეოდა ყოველთვის და სწორედ ამიტომ მივაღწიეთ ისეთ შედეგებს, რასაც მივაღწიეთ 4 თვის დაფუძნებულმა პარტიამ. გავიმეორებ, მიზანშეწონილად არ მიგვაჩნია ერთი ადამიანის სახელობის კომისია შეიქმნას პარლამენტში. ქვეყანაში არის ძალიან ბევრი სისტემური გამოწვევა და მოქალაქეებს ყოველდღიურად უწევთ გადარჩენისთვის ბრძოლა და სამწუხაროდ, ეს პარლამენტი იქცა ვიწროპარტიული შოუს დადგმის ტრიბუნად, რაც პრინციპულად არასწორია”, – განაცხადა ბუჩუკურმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები