რა საიდუმლო წაიღო იმ ქვეყნად ეროსი კიწმარიშვილმა და ვის აწყობდა გიორგი სანაიას ლიკვიდაცია?

მოკლული ჟურნალისტის, გიორგი სანაიას ოჯახი საქმის გამოძიების მოთხოვნით პროკურატურას კიდევ ერთხელ მიმართავს. როგორც გიორგი სანაიას ძმა ვახო სანაია გაზეთ „პრაიმტაიმთან“ ინტერვიუში აცხადებს, ეროსი კიწმარიშვილს ჟურნალისტის მკვლელობის საქმეზე ინფორმაცია ჰქონდა და ის, სავარაუდოდ, ჩვენების მიცემას აპირებდა.
„ყველამ და, მათ შორის, ეროსიმ ძალიან კარგად იცოდა, რომ ეს იყო პოლიტიკური მკვლელობა. მას შემდეგ, რაც შევარდნაძის ხელისუფლება შეიცვალა, ეროსი შედიოდა იმ ოთხეულში, რომელიც ქვეყანაში ყველაზე გავლენიანი იყო. შესაბამისად, მას ნამდვილად ჰქონდა მნიშვნელოვანი ინფორმაცია. ეროსიმ, სავარაუდოდ, გადაწყვიტა, რომ ამ საქმეზე არ ესაუბრა გაზეთის ფურცლებიდან, ან ტელეეთერით. საჭირო იყო ხელახალი და ობიექტური გამოძიება, რომლის ფარგლებში, ბევრ სხვა ადამიანებთან ერთად, დაიკითხებოდა ეროსი კიწმარიშვილიც, რომელიც, დარწმუნებული ვარ, მის ხელთ არსებულ ინფორმაციას გამოძიებას მიაწვდიდა“, – ამბობს ვახო სანაია.
მისივე თქმით, გიორგი სანაიას მკვლელობის საქმე არის ის იშვიათი საქმე, რომელიც ყველა მთავრობას აინტერესებს, რადგან საუბარი სერიოზულ თემებზე და გავლენიან პერსონებზეა. გიორგი სანაიას ძმა მკვლელობის საქმეზე გასამართლებულ გრიგოლ ხურცილავას მიმართავს:
„მინდა მივმართო გრიგოლ ხურცილავას. დარწმუნებული ვარ, ის ამ ინტერვიუს წაიკითხავს – მისი განთავისუფლებით საქმე არ დასრულებულა. პირიქით, ყველაფერი ახლა იწყება. მას მოუწევს სხვა სასამართლო პროცესზე მოსვლა, ილაპარაკოს სიმართლე და პასუხი გასცეს სხვა შეკითხვებს , მაგალითად იმას, თუ რა ბედი ეწია მის ვალებს“, – ამბობს სანაია. მისივე თქმით, მოწმეები მზად არიან, მისცენ რეალური ჩვენებები, მოყვნენ, ვინ მიდიოდა მათთან და ვინ აიძულებდათ ჩვენების შეცვლას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები