„თვითმმართველობის არჩევნები ვფიქრობ, გაზაფხულის ბოლოს გაიმართება“

   ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, სავარაუდოდ, გაზაფხულის ბოლოს გაიმართება. ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა განუცხადა. თუმცა მისივე თქმით, ზუსტი თარიღი ჯერჯერობით დასაზუსტებელია. “თვითმმართველობის არჩევნები კონსტიტუციით უნდა გაიმართოს გაზაფხულზე, მე ვფიქრობ, ეს იქნება გაზაფხულის ბოლოს, დეტალები ჯერ კიდევ დასაზუსტებელია”, – განაცხადა მარგველაშვილმა. კონსტიტუციის თანახმად, არჩევნების თარიღს პრეზიდენტი ნიშნავს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები