საუკეთესო წყვილების ტოპ-ათეული ჰოროსკოპის მიხედვით
1. ქალი (მორიელი) – კაცი (კურო)
ამ წყვილს ერთმანეთთან შესანიშნავი ურთიერთობა აქვთ. კუროს ხიბლავს მორიელის მძლავრი სექსუალურობა.
2. ქალი (მშვილდოსანი) – კაცი (ვერძი)
მათი ურთიერთობა ცეცხლოვანი და ვნებიანია. ორივე ნიშანი გამბედავი და მეამბოხეა. წარმატებული შეთავსებაა.
3. ქალი (მერწყული) – კაცი(ტყუპები)
შესანიშნავი წყვილია. ისინი არიან საიმედო პარტნიორები და მეგობრები. კარგად უგებენ ერთმანეთს, რადგან ერთნაირი მსოფლმხედველობა აქვთ.
4. ქალი (ქალწული) – კაცი (თხის რქა)
კარგად უგებენ ერთმანეთს, იდეალური წყვილია. მათი ერთნაირი ხასიათის გამო ერთმანეთის უსიტყვოდ ესმით და მათ სახლში მუდამ სიმშვიდე სუფევს.
5. ქალი (მორიელი) – კაცი (თევზები)
მიმზიდველი მორიელი აუცილებლად უნდა გაუფრთხილდეს თევზების ფაქიზ სულს, მოუაროს მას. თევზები კი საპასუხოდ უდიდეს ბედნიერებას მოუტანს მორიელ ქალს.
6. ქალი (თხის რქა) – კაცი (მორიელი)
მორიელს უყვარს ამოცანების ამოხსნა. თხის რქას კი აქვს უნარი, დაფაროს ემოცია და გამოკეტოს ის ცხრაკლიტულში. მორიელი იძულებულია ეცადოს მის გახსნას.
7. ქალი (კირჩხიბი) – კაცი (ლომი)
ძლიერ და ამაყ ლომს იზიდავს კირჩხიბის თავმდაბლობა და მზრუნველობა. სწორედ ამ ქალს შეუძლია გაახვიოს ლომი სითბოში და აღაფრთოვანდეს მისით.
8. ქალი (მორიელი) – კაცი (კირჩხიბი)
კირჩხიბი პირველივე დანახვისთანავე იხიბლება მორიელის სექსუალურობით. ძლიერ მორიელს კი ხიბლავს კირჩხიბის სენტიმეტრული ხასიათი.
9. ქალი (ვერძი) – კაცი (მორიელი)
მშვიდ და გაწონასწორებულ ურთიერთობას ეს წყვილი ნამდვილად ვერ დაიკვეხნის, თუმცა ვერძის ტემპერამენტს და ენერგიულობას შეავსებს მორიელის ავანტიურიზმით და ვნებით სავსე ხასიათი.
10. ქალი (სასწორი) – კაცი (კირჩხიბი)
ეს კავშირი რთულია, თუმცა საინტერესო და პერსპექტიული. კირჩხიბის რომანტიკულობა სასწორს ყოველდღიურ რუტინულ ცხოვრებას აარიდებს. კირჩხიბს კი მიიზიდავს სასწორის ესთეტიკურობა და მშვენიერების აღქმა.