„სოჭში სპორტსმენების უსაფრთხოების ზომები უმაღლესადაა დაცული“

   სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მინისტრის ლევან ყიფიანის განცხადებით, სოჭის ოლიმპიადაში მონაწილე ყველა სპორტსმენისთვის, მათ შორის ქართველებისთვის უსაფრთხოების ზომები უმაღლესი სტანდარტებით არის დაცული – ამის შესახებ მინისტრმა ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა. მინისტრი ასევე გამოეხმაურა საქართველოს სოჭის ოლიმპიადაში მონაწილეობის საკითხს და განაცხადა, რომ გადაწყვეტილება რთული იყო, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ასეთ მასშტაბურ ოლიმპიადაზე ქვეყანამ სპორტსმენები წარადგინოს.
“ჩვენ ვთქვით, რომ პოლიტიკა სპორტისგან გავმიჯნეთ და ამიტომ მივიღეთ ეს გადაწყვეტილება. ჩვენი სპორტსმენები ემზადებოდნენ და მიდიოდნენ ასეთ ოლიმპიადებზე, რომ საქართველო წარედგინათ. სოჭის ოლიმპიადაზე ჩვენი ქვეყნის დაფიქსირება ძალიან მნიშვნელოვანია. ამ ოლიმპიადაში მონაწილეობის გადაწყვეტილების მიღება ძალიან რთული იყო, თუმცა ჩვენ მაინც სპორტული პრინციპები ვარჩიეთ”,- განაცხადა ლევან ყიფიანმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები