მსოფლიო ბანკს და საერთაშორისო სავალუტო ფონდს უკრაინიდან თანამშრომლები გაჰყავთ

 

უკრაინაში რუსეთის, შესაძლო, შეჭრის ფონზე, მსოფლიო ბანკმა და საერთაშორისო სავალუტო ფონდმა უკრაინიდან, დროებით, თანამშრომლების ნაწილი გაიყვანეს.

ამასთან, ორივე ორგანიზაციაში განაცხადეს, რომ უკრაინაში მათი დაკრედიტების და მხარდაჭერის სამუშაოები გაგრძელდება.

Reuters-სთვის მსოფლიო ბანკის შიდა ოფიციალური მიმოწერიდან ცნობილი გახდა, რომ უკრაინაში თანამშრომლების გაგზავნა დროებით შეჩერდა.

ამავე წყაროებიდან ცნობილია, რომ მსოფლიო ბანკი ყურადღებით აკვირდება სიტუაციას უკრაინის მახლობლად, სადაც რუსეთს დიდი სამხედრო ძალები აქვს კონცენტრირებული.

„მსოფლიო ბანკის მთავარი პრიორიტეტი ჩვენი თანამშრომლებისა და მათი ოჯახების უსაფრთხოებაა. ჩვენი ევაკუაციის პოლიტიკის შესაბამისად, მიმდინარეობს თანამშრომლების დროებითი გადაადგილება და უსაფრთხოების გაძლიერებული ზომები“, – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები