სერგეი ლავროვი: გამოძიება გაეროს ეგიდით უნდა წარიმართოს

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა სამინისტროში ჩატარებულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ,,ბოინგ 777″-ის ირგვლივ გამოძიება გაეროს დამკვირვებელთა ეგიდით უნდა წარიმართოს.
,,ჩვენ გვაშფოთებს ის ფაქტი, რომ ზოგიერთი ჩვენი პარტნიორი ცდილობს ორმხრივი მოლაპარაკებით კავშირი დაამყაროს უკრაინის მთავრობასთან, რის შედეგადაც ვერ მივიღებთ ობიექტურ გამოძიებას”, – აცხადებს მინისტრი. ,,მისიის პარამეტრები მკაცრად უნდა იყოს განსაზღვრული გაერთიანებული ერების მიერ შექმნილ კომისიაში, რომლის ავტორიტეტსაც ჩვენ ვეყრდნობით და გვაქვს მათი იმედი”,- დასძინა სერგეი ლავროვმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები