სასამართლომ ჟურნალისტების მიმართ ფიზიკურ ძალადობაში ბრალდებული 7 პირი პატიმრობაში დატოვა

ჟურნალისტების მიმართ ფიზიკურ ძალადობაში ბრალდებული 7 პირი სასამართლოს გადაწყვეტილებით, კვლავ პატიმრობაში რჩება.

აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ კონსტანტინე კოპალიანმა მიიღო.

დაცვის მხარე ბრალდებულების გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდა, მაგრამ მოსამართლე კონსტანტინე კოპალიანმა მათი პოზიცია არ გაიზიარა.

შეგახსენებთ, რომ 5 ივლისს, რუსთაველის გამზირზე, მედიასაშუალებების წარმომადგენელთა მიმართ განხორციელებულ ძალადობრივ ქმედებებზე და პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე (ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა) და 126-ე (ძალადობა) მუხლებით მიმდინარეობს. საქმეს 31 ბრალდებული და 57 დაზარალებული ჰყავს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები