დავით ქართველიშვილი: “ცხელ-ცხელი” სუპერფეიკი – გვარამიამ მორიგი სიყალბე გამოაცხო უკრაინის პროკურატურის მიერ სააკაშვილის თითქოს და “დაზარალებულად” ცნობის თაობაზე

სიცრუე ნომერი ერთი: “დაზარალებული” არის არა ვერდიქტი, არამედ მიმოწერასა და საქმისწარმოებაში გამოყენებული ტერმინი და მეტი არაფერი.
სიცრუე ნომერი ორი: გვარამიამ საზოგადოებას წარუდგინა დოკუმენტის ნაწილი მისი ოფიციალური სახელწოდების გარეშე – “დადგენილება სისხლის სამართლის საქმისწარმოებაში დაზარალებულის წარმომადგენლის განცხადების დაკმაყოფილებაზე ნაწილობრივად უარის თქმის შესახებ”. თუ რა დაკმაყოფილდა და რაზე ითქვა უარი – გვარამია დუმს. ხოლო დაკმაყოფილდა ამ განცხადების სისხლის სამართლის საქმისწარმოების მიზნით მისი უკრაინის გამოძიებათა სახელმწიფო ბიუროში გადაგზავნა, ხოლო ამ გამოძიების შედეგად, სააკაშვილისთვის “დაზარალებულის სტატუსის” მინიჭება და მისი კანონიერ ძალაში შესვლა არ დაკმაყოფილდა, – წერს სოციალურ ქსელში ექსპერტი, დავით ქართველიშვილი.

მისი თქმით, გვარამია/სააკაშვილის ტანდემი აგრძელებს თავის ფეიკ/საქმიანობას, საქართველოსთვის სასირცხვილო თავის მოჭრით მაქსიმალური ზიანის მიყენების მიზნით.

“გვარამია/სააკაშვილის ტანდემი აგრძელებს თავის ფეიკ/საქმიანობას, საქართველოსთვის სასირცხვილო თავის მოჭრით მაქსიმალური ზიანის მიყენების მიზნით. ჯერ არ მიეცა დავიწყებას მეგის ქარდავას ფეიკ/ლტოლვილობის თემაზე სტრასბურგის სასამართლოსა და გაეროს კომისარიატის განზრახ შეცდომაში შეყვანის სამარცხვინო და წარუმატებელი მცდელობა, ჯერ კიდევ დაგვცინიან კრემლის ტელემედია სივრცეში – ლუკაშენკოსა და სააკაშვილის “ფარული ლონდონური ვოიაჟების” გამო, და აი ახალი “ცხელ-ცხელი” სუპერფეიკი. გვარამიამ მორიგი სიყალბე გამოაცხო უკრაინის პროკურატურის მიერ სააკაშვილის თითქოს და “დაზარალებულად” ცნობის თაობაზე.

სიცრუე ნომერი ერთი: საქართველოს კანონმდებლობისაგან განსხვავებით, უკრაინის სისხლის სამართლის პროცესუალური კოდექსის 55-ე მუხლის თანახმად – “ტერმინოლოგიურად პირი ითვლება დაზარალებულად მის მიმართ სისხლის სამართლის საქმისწარმოების შესახებ ან მისი, როგორც დაზარალებულის, საქმისწარმოებაში ჩართვის შესახებ განცხადების წარდგენის მომენტიდან”. ჩვენს შემთხვევაში – “დაზარალებული” არის არა ვერდიქტი, არამედ მიმოწერასა და საქმისწარმოებაში გამოყენებული ტერმინი და მეტი არაფერი.

სიცრუე ნომერი ორი: გვარამიამ საზოგადოებას წარუდგინა დოკუმენტის ნაწილი მისი ოფიციალური სახელწოდების გარეშე – “დადგენილება სისხლის სამართლის საქმისწარმოებაში დაზარალებულის წარმომადგენლის განცხადების დაკმაყოფილებაზე ნაწილობრივად უარის თქმის შესახებ”. თუ რა დაკმაყოფილდა და რაზე ითქვა უარი – გვარამია დუმს. ხოლო დაკმაყოფილდა ამ განცხადების სისხლის სამართლის საქმისწარმოების მიზნით მისი უკრაინის გამოძიებათა სახელმწიფო ბიუროში გადაგზავნა, ხოლო ამ გამოძიების შედეგად, სააკაშვილისთვის “დაზარალებულის სტატუსის” მინიჭება და მისი კანონიერ ძალაში შესვლა – არ დაკმაყოფილდა.

როგორც ჩანს პოლიტიკური თაღლითობა ის ერთადერთი იარაღია, რომლის წარუმატებელი გამოყენებით გვარამია/სააკაშვილის “ბლეფ/კლუბი” დღეს ცდილობს მათი პოლიტიკური შიზოფრენიით გამოთაყვანებული ელექტორატის ნაწილობრივ მართვას. ხოლო ამ ელექტორატმა თავად გადაწყვიტოს – იდიოტების “იარლიყის” მორგება რამდენად მომგებიანია მათთვის”, – წერს დავით ქართველიშვილი Facebook-ზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები