ხათუნა სამნიძე პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის ასარჩევად ხელახალი კონკურსის გამოცხადებას ითხოვს

 

“უმრავლესობას კონკურსის თავიდან გამოცხადებას ვურჩევდი. სესიაზე არც ერთ წარმოდგენილ კანდიდატს კენჭი არ უნდა ვუყაროთ – კონკურსი თავიდან უნდა გამოცხადდეს”, – ამის შესახებ საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის “რეფორმების ჯგუფის” თავმჯდომარემ, ხათუნა სამნიძემ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის ხელმძღვანელობის კანდიდატთა კენჭისყრის შესახებ განაცხადა.

მისი თქმით, კანდიდატების მოსმენისას არ ჩანდა, თუ რამდენად მზად არიან, იყვნენ დამოუკიდებელი და გამბედავი.

„ძალიან მძიმე მოსასმენია, როცა ორივე კანდიდატი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ორად გაყოფის გადაწყვეტილებას ეთანხმება, მაგრამ ვერ აფასებენ პროცესს, რასაც პარლამენტში გასული წლის ბოლოს ჰქონდა ადგილი.

უმრავლესობას კონკურსის თავიდან გამოცხადებას ვურჩევდი. სესიაზე არცერთ წარმოდგენილ კანდიდატს კენჭი არ უნდა ვუყაროთ – კონკურსი თავიდან უნდა გამოცხადდეს“, – განაცხადა ხათუნა სამნიძემ.

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის თანამდებობაზე ასარჩევ კანდიდატურებს – ლელა ჯანაშვილსა და თამარ ალფაიძეს მოუსმინეს.

კომიტეტში გამართული კენჭისყრის პროცედურის შედეგად, ლელა ჯანაშვილს 7-მა, ხოლო თამარ ალფაიძეს 2 დეპუტატმა დაუჭირა მხარი. პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის თანამდებობაზე ასარჩევ კანდიდატურებთან დაკავშირებით მსჯელობა პლენარულ სხდომაზე გაგრძელდება და კენჭისყრით გადაწყდება, რომელი მათგანი დაიკავებს აღნიშნულ თანამდებობას.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები