ისრაელის არმია დაცვით ოპერაცია გადავიდა
ისრაელის არმიამ მიიღო ბრძანება, რომლის მიხედვითაც ღაზას სექტორში მას უფლება აქვს, მხოლოდ თავდაცვითი მიზნებისთვის გაუხნას ცეცხლი პალესტინელ „ბოევიკებს“. გარდა ამისა, თუ ისრაელის სამხედრო შენაერთებზე განხორციელდება სარაკეტო და საარტილერიო შეტევა, მათ უფლება აქვთ, იგივე სახეობის იარაღით გასცენ პასუხი რადიკალებს. ორივე მხარე ამჟამად თავს იკავებს შეტევის დაწყებაზე, მიუხედავად იმისა, რომ კვირას მათ ვერანაირ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს.
,,თუ „ჰამასი“ გარკვეული პერიოდის მანძილზე თავს შეიკავებს აგრესიისგან, როგორც ამას ისრაელის არმია აკეთებს, შესაძლებელია მშვიდობიანი შეთანხმების მიღწევა”, – განაცხადეს სამშვიდობო მისიის წარმომადგენლებმა.