გიორგი ცუცქირიძე – ევროპის ანტიკორუფციული ცენტრის კვლევაზე: აბათილებს ოპოზიციის თუ ცალკეულ ექსპერტთა ნარატივს, ქვეყნის უკანდახევაზე სასამართლო რეფორმის თუ მმართველობის გამჭვირვალეობის და კორუფციის ზრდის თვალსაზრისით

ექსპერტი საბანკო-საფინანსო საკითხებში, გიორგი ცუცქირიძე ევროპის ანტიკორუფციული ცენტრის კვლევას, რომლის მიხედვითაც სახელმწიფო სექტორის კეთილსინდისიერების ინდექსით საქართველო 32-ე ადგილზეა, სოციალურ ქსელში ეხმიანება.

როგორც ექსპერტი წერს, აღნიშნულმა შედეგმა აჩვენა, რომ ქვეყანაში მიმდინარე რეფორმები და პროგრესი შეუქცევადია. ამასთან, მისი თქმით, კვლევა აბათილებს ოპოზიციის თუ ცალკეულ ექსპერტთა ნარატივს, რომ ქვეყანამ უკან დაიხია სასამართლო რეფორმის თუ მმართველობის გამჭვირვალობისა და კორუფციის ზრდის თვალსაზრისით.

“მსოფლიოს მოწინავე კვლევითმა ორგანიზაციამ, ევროპის ანტიკორუფციულმა ცენტრმა (ევროპის ანტიკორუფციული და სახელმწიფო აღმშენებლობის კვლევის ცენტრი) „სახელმწიფოს სექტორის კეთილსინდისიერების ინდექსი 2021“ გამოაქვეყნა. გლობალურ რეიტინგში საქართველო -32-ე ადგილზე დაწინაურდა, აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში პირველ პოზიციაზე გადაინაცვლა, ხოლო პოსტსაბჭოთა სივრცეში კი ესტონეთის შემდეგ მეორეა.
ეს ანგარიში იმითაც არის ნიშანდობლივი, რომ აფასებს სახელმწიფოს კეთილსინდისიერი მმართველობის პრაქტიკას, სასამართლოს დამოუკიდებლობას და პრესის თავისუფლებას, ადმინისტრაციული ტვირთის დონეს, ასევე სახელმწიფოს ანგარიშვალდებულების და გამჭვირვალობის მაჩვენებლებს.
აღსანიშნავია, რომ 2021 წლის ანგარიშის ფორმირება ახალი, განახლებული მეთოდოლოგიით მოხდა, რაც კიდევ უფრო ზრდის რეიტინგის მნიშვნელობას საქართველოსთვის. ისტორიულად საუკეთესო პოზიციაზე — მსოფლიოში 32-ე ადგილზე გასვლით, საქართველომ საუკეთესო შედეგი დააფიქსირა, პოსტსაბჭოთა სივრცეშიც , არადა წინა, ანუ 2019 წლის ინდექსის მიხედვით საქართველოს უსწრებდა ბალტიისპირეთის ყველა ქვეყანა და პოსტსაბჭოთა სახელმწიფოებს შორის მაშინ მხოლოდ მეოთხე ადგილზე იმყოფებოდა.
სახელმწიფოს კეთილსინდისიერებით საქართველო 2021 წელს რეიტინგში უსწრებს ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა არა მხოლოდ ბალტიის ( ლიეტუვა, ლატვია), და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები( ხორვატია, პოლონეთი , უნგრეთი, ბულგარეთი) ასევე საბერძნეთს, ისრაელს და ა.შ.
სახელმწიფოს კეთილსინდისიერების ინდექსი ორ წელიწადში ერთხელ იწარმოება. მისი გამოქვეყნება ევროპის ანტიკორუფციულმა ცენტრმა 2015 წლის შემდეგ დაიწყო. ანგარიში იმითაც არის აღსანიშნავი, რომ ეყრდნობა გაეროს, მსოფლიო ბანკის, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის, სხვა საერთაშორისოდ აღიარებული სუბიექტების, გლობალური შემფასებელი ორგანიზაციების პროფილურ კვლევებს და ანგარიშგებებს. ამასთან, აჩვენებს რა ქვეყანაში მიმდინარე რეფორმების და პროგრესის შეუქცევადობას, აბათილებს ოპოზიციის თუ ცალკეულ ექსპერტთა ნარატივს, ქვეყნის უკანდახევაზე სასამართლო რეფორმის თუ მმართველობის გამჭვირვალეობის და კორუფციის ზრდის თვალსაზრისით”, – წერს ცუცქირიძე ,,ფეისბუქის,, გვერდზე.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები