სოხუმში საზოგადოებრივი ტრანსპორტის კოლაფსია – მძღოლების 70% ინფიცირებულია

სოხუმში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მძღოლების 70% კორონავირუსით დაავადდა, რის გამოც საღამოს საათებში ავტობუსები და ტროლეიბუსები შეფერხებით მუშაობენ.

ამის შესახებ ე.წ. დედაქალაქის ადმინისტრაციის ვებგვერდზეა ნათქვამი.

აღინიშნება, რომ ტრანსპორტის მუშაობაში შეფერხება რამდენიმე დღეა, გრძელდება. საღამოს საათებში ტრანსპორტი აღარ გადაადგილდებოდა, რადგან არავინ დარჩა, ვინც დილის გრაფიკს შეასრულებდა.

როგორც ე.წ. ადმინისტრაციაში განაცხადეს, უკვე დღეიდან, ტროლეიბუსები 5:00 საათიდან  საღამოს 19:00 საათამდე შეფერხებით იმოძრავებენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები