უკრაინული რძის პროდუქტების იმპორტი რუსეთში შეჩერდა

დღეიდან ძალაში შევიდა კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც აიკრძალა უკრაინული წარმოების რძის პროდუქტების იმპორტი მთელი რუსეთის ტერიტორიაზე. ასევე აიკრძალა მწვანილის და სათბურებში მოყვანილი პროდუქტების იმპორტი. რუსეთის სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის განცხადებით, აღნიშნული იმპორტის აკრძალვა არავითარ ზიანს არ მიაყენებს რუსეთის ეკონომიკას და შიდა ბაზარს. სამინისტრო აცხადებს, რომ იმპორტის აკრძალვის პირველი მიზეზი დაბალი ხარისხის პროდუქციის შემოტანაა, რაც ჩამოუვარდება საერთაშორისო სტანდარტებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები