ათმა ამერიკელმა კონგრესმენმა უკრაინის სამხედრო პარტნიორად გამოცხადება მოითხოვა
ამერიკის ათმა სენატორმა, რომელთა შორის „რესპუბლიკელები“ და „დემოკრატებიც“ არიან, სენატში შეიტანეს კანონპროექტი, რომლის მიხედვითავ უნდა დაჩქარდეს უკრაინის, როგორც სახელმწიფოს სამხედრო პარტნიორად გამოცხადება. კანონპროექტის ინიციატორია პენსილვანიის შტატის რესპუბლიკელი სენატორი ჯემ ჰერკალი. პროექტის ერთ-ერთი პუნქტის თანახმად, ამერიკის პრეზიდენტი ბარაკ ობამა მოვალეა, უკრაინას აღმოუჩინოს დახმარება დაზვერვისა და თავდაცვით სფეროში. ჰერკალმა დაუფარავად ბრალი დასდო რუსეთს უკრაინის ტერიტორიაზე დესტაბილიზაციის მოწყობაში და „ბოევიკებისთვის“ იარაღის მიწოდებაში.