სტოლტენბერგმა ლავროვს წერილი გაუგზავნა
ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, სერგეი ლავროვს წერილი გაუგზავნა, რომელშიც სთავაზობს ახალი მოლაპარაკების გამართვას უკრაინაში შექმნილ სიტუაციაზე, სამხედრო გამჭვირვალობაზე, მათ შორის, ბირთვულ იარაღზე.
ამის შესახებ სტოლტენბერგმა ბრიტანეთის პრემიერმინისტრ ბორის ჯონსონთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
„დღეს მე გავუგზავნე მინისტრ ლავროვს, რომელშიც ვთავაზობ დიალოგის გამართვას უკრაინაში ვითარების დეესკალაციაზე, სამხედრო გამჭვირვალობაზე, რისკების შემცირებაზე, შეიარაღების კონტროლზე, მათ შორის, რუსეთისა და ნატო-ს ბირთვული პოლიტიკის შესახებ“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.
მან აღნიშნა, რომ რუსულ მხარეს დიალოგის გაგრძელებას რუსეთ-ნატოს საბჭოს ფარგლებში სთავაზობს.
„ნატო მზად არის, მოუსმინოს რუსეთის შეშფოთებას, ასევე, განიხილოს ევროპის უსაფრთხოების ძირითადი პრინციპების გაძლიერების გზები“, – თქვა იენს სტოლტენბერგმა.