სოზარ სუბარი: საქართველო ნათია თურნავას მინისტრობის პერიოდში გახდა მოწინავე ქვეყანა მთელს ევროპაში მოსახლეობის გაზიფიცირების კუთხით

“საქართველო სწორედ ნათია თურნავას მინისტრობის პერიოდში გახდა მოწინავე ქვეყანა მთელს ევროპაში მოსახლეობის გაზიფიცირების კუთხით”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, სოზარ სუბარმა მთავრობაში განხორციელებულ საკადრო ცვლილებებზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, გარკვეული ცვლილებები ყოველთვის ხდება.

“საქართველო სწორედ ნათია თურნავას მინისტრობის პერიოდში გახდა მოწინავე ქვეყანა მთელს ევროპაში მოსახლეობის გაზიფიცირების კუთხით. მარტო ბოლო 3 წლის განმავლობაში 90 000-მა ახალმა აბონენტმა მიიღო გაზი. თუმცა, გარკვეული ცვლილებები ყოველთვის ხდება. ჩვენ არ ვართ რუსეთი, სადაც ადამიანები 15-20 წლის განმავლობაში ერთსა და იმავე პოზიციაზე არიან შეუცვლელად. ნათია თურნავა ჩვენი გუნდის წევრად რჩება. ხოლო რაც შეეხება ლევან დავითაშვილს, მან სოფლის მეურნეობაში მართლაც სისტემური ცვლილებები განახორციელა”, – აცხადებს სუბარი.

შეგახსენებთ, მინისტრთა კაბინეტში ცვლილებების შესახებ პრემიერმინისტრმა განცხადება გუშინ გააკეთა. ეკონომიკის მინისტრის პოსტზე ნათია თურნავა ლევან დავითაშვილმა შეცვალა. სოფლის მეურნეობის მინისტრის თანამდებობაზე კი ოთარ შამუგია დაინიშნა.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები