სტოლტენბერგი: ვსწავლობთ საბრძოლო ჯგუფების განლაგების შესაძლებლობას შავი ზღვის რეგიონში

ნატო-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ალიანსი განიხილავს რუმინეთში საბრძოლო ჯგუფების განლაგებას.

“ჩვენ ახლა ვსწავლობთ ალიანსის სამხრეთ-აღმოსავლეთში გრძელვადიანი ყოფნის შესაძლებლობას. ამჟამად, გვყავს საბრძოლო ჯგუფები ბალტიისპირეთის ქვეყნებსა და პოლონეთში. ჩვენ ვსწავლობთ მსგავსი ჯგუფების განლაგების შესაძლებლობას რუმინეთში, შავი ზღვის რეგიონში,” – განაცხადა მან ბრიტანეთის პრემიერმინისტრბბორის ჯონსონთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე.

მისივე თქმით, უკრაინის არმია დღეს ბევრად უკეთ არის მომზადებული, ვიდრე – 2014 წელს.

“უკრაინის თავდაცვის ძალები არიან უკეთ აღჭურვილნი, უკეთ გაწვრთნილი, უკეთ მართული”, – თქვა მან.

სტოლტენბერგის თქმით, „დიდი ბრიტანეთი, ალიანსის სხვა წევრები მხარს უჭერენ უკრაინის თავდაცვის ძალებს, რათა მათ შეძლონ თავის დაცვა, რაც ყველა ერის უფლებაა“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები