“ისინი არ გვჭირდება” – უნგრეთი უარს ამბობს ქვეყანაში ნატო-ს დამატებითი ძალების განთავსებაზე
უნგრეთი უარს ამბობს თავის ტერიტორიაზე ნატო-ს დამატებითი ჯარების განთავსებაზე, რადგან მიიჩნევს, რომ ამის საჭიროება არ არის.
ამის შესახებ Euronews-ისთვის მიცემულ ინტერვიუში უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პეტერ სიიარტომ განაცხადა.
მისი თქმით, ბუდაპეშტი არ დათანხმებულა და არ დათანხმდება ქვეყანაში ნატო-ს დამატებითი ჯარების გადასროლას.
სიიარტომ აღნიშნა, რომ ნატო-ს ძალები უნგრეთში უკვე არიან, ეს არის უნგრეთის არმია.
მინისტრი დარწმუნებულია – უნგრეთის შეიარაღებული ძალები “კარგ ფორმაში არიან, რომ უზრუნველყონ ქვეყნის უსაფრთხოება”.
”ასე რომ, ჩვენ არ გვჭირდება დამატებითი ჯარები უნგრეთის ტერიტორიაზე”, – შეაჯამა მან.