ზელენსკი: უკრაინის საზღვრებთან რუსული ჯარების დაგროვება მხოლოდ ფსიქოლოგიური ზეწოლაა

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინის საზღვრებთან რუსული ჯარების დაგროვება მხოლოდ ფსიქოლოგიური ზეწოლაა.

ამის შესახებ მან ბიზნესწრეების წარმომადგენლებთან, ევროპის ბიზნესასოციაციის წევრებთან შეხვედრისას განაცხადა.

„მიგვაჩნია, რომ საზღვრებთან ჯარის დაგროვება არის ფსიქოლოგიური ზეწოლა ჩვენი მეზობლების მხრიდან. ამაში ახალს ვერაფერს ვხედავთ. რაც შეეხება რისკებს, რისკები არის და ისინი არ დასრულებულა 2014 წლიდან. საკითხავია ამის ხარისხზე და როგორ ვუპასუხოთ მათ“, – თქვა ზელენსკიმ.

ამიტომ, როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, უსაფრთხოების საკითხმა არ უნდა იქონიოს გავლენა ქვეყნის ცხოვრებაზე. პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინაში ეკონომიკური მდგომარეობა დღეს სტაბილურია, რაც გრივნას გამყარებაში გამოიხატება.

“ქვეყნის პრეზიდენტისა და მთავრობის მთავარი ამოცანაა ბიზნესი, ეკონომიკა, საინვესტიციო კლიმატი. ყველას ესმის, როგორი მეზობელი გვყავს, მაგრამ ამან არ უნდა იმოქმედოს ეკონომიკაზე”, – თქვა უკრაინის პრეზიდენტმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები