თეა წულუკიანი: გახარია და მისი პოლიტიკური ძალა, პრაქტიკულად, „ნაცმოძრაობის“ დანაყოფად იქცა

“გვახსოვს, როგორ ემუქრებოდა გიორგი გახარია საპარლამენტო ტრიბუნიდან „ნაციონალურ მოძრაობას“, მე თქვენ დაგამთავრებთო და შემდეგ ის და მისი პოლიტიკური ძალა, პრაქტიკულად, „ნაციონალური მოძრაობის“ დანაყოფად იქცა, რადგან გიორგი გახარიას პოლიტიკურ ძალას ჯერ არ შესწევს უნარი, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ გახადოს თავის დანაყოფად”, – ამის შესახებ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა.

მისი თქმით, ეს ტრაგიკული სანახაობაა.

“ეს, რა თქმა უნდა, უბრალოდ ტრაგიკული სანახაობაა. სხვა რა შეფასება შეიძლება, გაკეთდეს, როდესაც ტოვებ საკუთარ გუნდს, გადადიხარ სხვა გუნდში და მასთან ერთად ებრძვი გუნდს, რომელიც დატოვა და რომლის სიის პირველი ნომერიც იყო“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები