ელისო ბოლქვაძე ლატვიის რესპუბლიკის ელჩს საქართველოში, ინგრიდა ლევრენცეს შეხვდა
კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე, ელისო ბოლქვაძე ლატვიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, ინგრიდა ლევრენცეს შეხვდა.
პარლამენტის ინფორმაციით, შეხვედრაზე ლატვიის რესპუბლიკის საპარლამენტო დელეგაციის მომავალი ვიზიტის შესახებ ისაუბრეს, რომელიც მიმდინარე წლის 3-4 მარტს იგეგმება. დელეგაციის შემადგენლობაში ლატვიის რესპუბლიკის პარლამენტის განათლების, კულტურისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე – არვილს აშერადენსი იქნება.
„ვიზიტი მნიშვნელოვანი იქნება იმითაც, რომ ლატვიის განათლების კულტურისა და მეცნიერების კომიტეტი არის ჩვენი მთავარი მრჩეველი სახელოვნებო განათლების რეფორმის მიმართულებით”, – განაცხადა ელისო ბოლქვაძემ.