ლივიაში 6 მილიონი ლიტრი ნავთობი აფეთქდა

საფარანგეთის სააგენტო ,,ფრანს-პრესის” ინფორმაციით, ლივიის დედაქალაქ ტრიპოლში ტეროროსტების მიერ გასროლილი რაკეტა ნავთობის დიდ რეზერვუარს მოხვდა, რის შედეგადაც დაახლოებით 6 მილიონ ლიტრ ნავთოპროდუქტს ცეცხლი წაეკიდა. ამის შესახებ ლივიის სახელმწიფო კომპანია National Oil Corp-მა განაცხადა.
ნავთობის რეზერვუარები განთავსებულია ტრიპოლის აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც ბოლო დღეებია მიმდინარეობს ბრძოლები სამთავრობო ძალებსა და შეიარაღებულ „ბოევიკებს“ შორის. კონტროლის გარეშეა დარჩენილი ქალაქის ბევრი რაიონი, სადაც ტერორისტების სამხედრო პუნქტებია მოთავსებული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები