რატი იონათამიშვილი: სააკაშვილი ვერ ეგუება იმ სიმშვიდეს და სტაბილურობას, რომელიც ქვეყანაშია

„მიხეილ სააკაშვილი ვერ ეგუება იმ სიმშვიდეს და სტაბილურობას, რომელიც არის დღეს ჩვენ ქვეყანაში. ვერ ეგუება იმ სინამდვილეს, რომ „ქართული ოცნება“ არის ის ხელისუფლება, რომელმაც 2 ომი ააცილა ჩვენს ქვეყანას”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა “იმედის” ეთერში საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, სააკაშვილის და “ნაციონალური მოძრაობის” მიზანი კონფლიქტების პროვოცირების მოხდენაა.

„მიხეილ სააკაშვილი ვერ ეგუება იმ სიმშვიდეს და სტაბილურობას, რომელიც არის დღეს ჩვენ ქვეყანაში. ვერ ეგუება იმ სინამდვილეს, რომ „ქართული ოცნება“ არის ის ხელისუფლება, რომელმაც 2 ომი ააცილა ჩვენს ქვეყანას და ჩვენი ხელისუფლების პირობებში კონფლიქტს ადგილი არ ჰქონია, რაც ძალიან გულზე ხვდება როგორც მიხეილ სააკაშვილს, ისე „ნაციონალურ მოძრაობას“ და ისინი მუდმივად ცდილობენ რომ რამენაირად მოახდინონ გარკვეული კონფლიქტების პროვოცირება, მოახდინონ პროცესების ესკალაციები და ფაქტია, რომ ისინი დღესაც ცდილობენ არამარტო საქართველოში, არამედ უკრაინაშიც გააძლიერონ რუსეთი და მათი „დესანტის“ წასვლა უკრაინაში ყოველთვის ამ საკითხებს ემსახურება, ისევე როგორც სააკაშვილის თავის დროზე იქ მოღვაწეობა“, – განაცხადა იონათამიშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები