რატი იონათამიშვილი: თუ აქამდე ოპოზიცია ერთ ფანჩატურში ეტეოდა, ახლა ერთი ქოლგის ქვეშაც შეუძლიათ, დაეტიონ

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, რატი იონათამიშვილი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, გიგი უგულავას განცხადებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც ოპოზიციური პარტიები „ნაცმოძრაობის“ ქოლგის ქვეშ უნდა გაერთიანდნენ.

როგორც იონათამიშვილმა “იმედის” ეთერში საუბრისას განაცხადა, “ნაციონალურმა მოძრაობამ” დეგრადირება განიცადა.

„თუ აქამდე ოპოზიცია ერთ ფანჩატურში ეტეოდა, ახლა ერთი ქოლგის ქვეშაც შეუძლიათ დაეტიონ, იმდენად დეგრადირება განიცადა ოპოზიციის ამ ნაწილმა. ეს არის გამოხატულება იმ კრიზისის რაც აქვთ, დამსახურებულია იმ მიდგომების, უპასუხისმგებლობის და უპრინციპობის ირგვლივ გაერთიანების გამო, რასაც ისინი კადრულობდნენ და ფუთავდნენ, რომ თითქოს ერთობა იყო და ამ დროს მხოლოდ და მხოლოდ ლტოლვა, რომ ძალაუფლება გადაენაწილებინათ და არა – პასუხისმგებლობა. პასუხისმგებლობის განაწილების უნარი მათ არც ადრე ჰქონდათ და არც ახლა. საბოლოოდ, ალბათ, ნემსის ყუნწის ქვეშ გაერთიანებაზე იქნებიან თანახმა და კიდევ უფრო დაპატარავდებიან“, – განაცხადა რატი იონათამიშვილი.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები