ბრიტანეთში თვის ბოლოსთვის შესაძლოა, COVID-19-ით ინფიცირებულთა სავალდებულო თვითიზოლაცია გაუქმდეს

 

ბრიტანეთის პრემიერმინისტრის, ბორის ჯონსონის განცხადებით, მთავრობა აპირებს, თვის ბოლოსთვის გააუქმოს ადამიანების სავალდებულო თვითიზოლაცია, COVID-19-ზე დადებითი პასუხის შემთხვევაში.

ამის შესახებ  ჯონსონმა ქვეყნის დეპუტატებს უთხრა, – წერს Reuters-ი.

ბრიტანეთის პრემიერი აღნიშნულს თვის ბოლოს, კორონავირუსთან დაკავშირებით მთავრობის ახალი სტრატეგიის წარდგენის დროს აპირებს.

”ვაპირებ, არდადაგებიდან დაბრუნებიდან პირველივე დღეს წარმოვადგინო ჩვენი სტრატეგია COVID-19-თან ცხოვრებისთვის”, – განუცხადა ჯონსონმა კანონმდებლებს.

პარლამენტი მუშაობას 21 თებერვალს უბრუნდება.

”თუ მიმდინარე დამაიმედებელი ტენდენციები შენარჩუნდება, მე ველოდები, რომ ჩვენ შევძლებთ, გავაუქმოთ უკანასკნელი შიდა შეზღუდვები, მათ შორის, თვითიზოლაციის კანონიერი მოთხოვნა, თუ კორონავირუსზე დადებითი პასუხი გაქვთ. ეს მთელი ერთი თვით ადრე მოხდება”, – თქვა ჯონსონმა.

ბრიტანეთში თვითიზოლაციის მოთხოვნა 24 მარტამდე მოქმედებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები