გიორგი ბარამიძე: პარტია ნამდვილად არ აპირებს თავმჯდომარეობიდან ნიკა მელიას გადაყენებას
“ნამდვილად არ აპირებს პარტია თავმჯდომარეობიდან ნიკა მელიას გადაყენებას”, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ბარამიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, “ნაციონალური მოძრაობა” ყოველთვის იყო სხვადასხვა აზრის, შეხედულებების მქონე ადამიანების ერთობა.
“ნამდვილად არ აპირებს პარტია ნიკა მელიას თავმჯდომარეობიდან გადაყენებას. “ნაციონალური მოძრაობა” ყოველთვის იყო სხვადასხვა აზრის, შეხედულებების მქონე ადამიანების ერთობა, რომელსაც აერთიანებს ის იდეა, რაზეც მიხეილ სააკაშვილმა დააფუძნა ჩვენი პარტია, ეს არის ძლიერი, დემოკრატიული, ქართული, მაშასადამე ევროპული სახელმწიფო, ეს არის იდეა რომლის გარშემო ვართ ყველანი შემოკრებილი. ადრეც ვკამათობდით, დღესაც და მომავალშიც ვიკამათებთ”, – განაცხადა გიორგი ბარამიძემ.