ანატოლი ბიბილოვი ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტად კენჭს მეორე ვადით იყრის

ე.წ.სამხრეთ ოსეთის ე.წ. პოლიტიკურმა პარტიამ – “ერთიანმა ოსეთმა” დე ფაქტო პრეზიდენტის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატი წარადგინა და ის ანატოლი ბიბილოვი გახდა.

განცხადება ყრილობაზე გაკეთდა.

“ღია ვარ ჩემი ხალხისთვის და ვფიქრობ, რომ მაქვს მორალური უფლება, ვიყარო კენჭი სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტობისთვის. ყველა ჩემი, როგორც ამჟამინდელი პრეზიდენტის ნაბიჯი, დაკავშირებული იყო ჩემი ხალხის კეთილდღეობასთან. პრეზიდენტობის კანდიდატის გზაზე ვერაფერს ვხედავ, რაც შემაკავებდა. ჩვენ ბევრი რამ მოვახერხეთ წლების განმავლობაში, განათლების, ჯანდაცვის, უსაფრთხოების მიმართულებით – ზოგადად, ყველა მიმართულებით“, – განაცხადა ბიბილოვმა.

მისი თქმით, მისი გამარჯვების შანსები ხალხის ნებაზეა დამოკიდებული მისი, როგორც მოქმედი ე.წ. პრეზიდენტის მუშაობის შეფასებასა და მთელი “ერთიანი ოსეთის” მუშაობაზე.

ე.წ. სამხრეთ ოსეთში დე ფაქტო პრეზიდენტის ე.წ.არჩევნები 10 აპრილს ჩატარდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები