მსოფლიოში ერთ კვირაში კორონავირუსით 19 276 472 ადამიანი დაინფიცირდა, რაც 24-30 იანვართან შედარებით 17%-ით ნაკლებია.
ასევე, 31 იანვარს – 6 თებერვალს მსოფლიოში ვირუსს 67 953 პაციენტი ემსხვერპლა, რაც 24-30 იანვართან შედარებით 7%-ით მეტია.
ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ყოველკვირეულ ბიულეტენშია ნათქვამი.
ინფიცირებულთა ზრდა დაფიქსირებულია აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვაში 36%-ით.
ამავდროულად, შემცირებულია ამერიკაში 36%-ით; სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში 32%-ით და აფრიკაში 22%-ით.
ევროპაში, რომელზეც მსოფლიოში ყველა ინფიცირებულთა 58% მოდის, 7%-ით შემცირდა.
რაც შეეხება სიკვდილიანობას, ის გაზრდილია სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში – 67%-ით, აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვაში – 45%-ით და ევროპაში – 2%-ით.
ამავე დროს, შემცირდა 7%-ით აფრიკაში და 5%-ით დასავლეთ წყნარი ოკეანის რეგიონში.