Axios: ბავშვებისთვის განკუთვნილი Pfizer-ის ვაქცინის ეფექტურობა 60%-ზე ნაკლებია

ფარმაცევტული კომპანია Pfizer-ის, კორონავირუსის საწინააღმდეგო ბავშვებისთვის განკუთვნილი ვაქცინა მხოლოდ 57%-ით არის ეფექტური.

ამის შესახებ Axios წყაროზე დაყრდნობით წერს.

აღინიშნება, რომ 2-დან 4 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის ვაქცინის ორი დოზის ეფექტურობა 57% იყო, ხოლო 6 თვიდან 2 წლამდე ჩვილებისთვის – 50%.

კომპანიაში ადრე განაცხადეს, რომ 2-დან 5 წლამდე ასაკის ბავშვებში ვაქცინის ორი დოზის ეფექტურობა მოსალოდნელზე ნაკლები იყო. ამჟამად, კომპანიაში წამლის მესამე დოზის მოქმედებას ამოწმებენ.

Pfizer-მა და BioNTech-მა აშშ-ში 5 წლამდე ბავშვებისთვის ვაქცინის გადაუდებელი გამოყენებისთვის დამტკიცებაზე განაცხადი გააკეთეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები