შავი ყუთის მონაცემები ადასტურებს, რომ “ბოინგი” რაკეტის მოხვედრის შედეგად ჩამოვარდა
“ბოინგ 777-ის” შავი ყუთის მონაცემები ადასტურებს, რომ თვითმფრინავი რაკეტის მოხვედრის შედეგად ჩამოვარდა, – ამის შესახებ ინფორმაციას ტელეარხი CBS-ი ავრცელებს, თუმცა ჰოლანდიის მხარეს შავი ყუთის მონაცემები ოფიციალურად არ გაუხმაურებია.
ექსპერტების დამატებითი ჯგუფი, რომლებიც ქვეყანას წარმოადგენენ, ტრაგედიის ადგილზე დღეს მივიდნენ. საღამომდე ხარკოვში მალაიზიელი ექსპერტების ახალ ჯგუფსაც ელიან.
ამასთან, ცნობილი ხდება, რომ “ბოინგ 777-ის” ტრაგედიისას დაღუპულთა ოჯახის წევრების ნაწილი ვლადიმერ პუტინის წინააღმდეგ სარჩელის შეტანას აპირებს.
დღესვე ჰოლანდიაში დაღუპულის პირველი ცხედარი ამოიცნეს. პროცესი ქალაქ ჰილვერსუმში მიმდინარეობს. ცხედრების ამოსაცნობად 200 ექსპერტი მუშაობს. გასულ ღამეს ქვეყანაში დაღუპულების გადასასვენებლად უკანასკნელი რეისი შესრულდა.