გაეროს ადამიანის უფლებათა კომისარი უკრაინელი სეპარატისტების ჰააგაში გასამართლებას ითხოვს
გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის უმაღლესი კომისარი უკრაინელი სეპარატისტების ჰააგაში გასამართლებას ითხოვს. ნავი პილეის თქმით, სეპარატისტების წინააღმდეგ შესაძლებელია ჰააგის საერთაშორისო სასამართლოს გამოყენება.
მისი თქმით, შეიარაღებული დაჯგუფებები, რომლებიც უკრაინაში მოქმედებენ, არ იცავენ საერთაშორისო კანონმდებლობას და მშვიდობიან მოსახლეობას.
“თუკი ისინი მსგავს ქმედებებს გააგრძელებენ, საერთაშორისო საზოგადოებას შეუძლია მათი პასუხისმგებლობის საკითხი ჰააგაში დასვას”, – აღნიშნავს პილეი.