“ბოინგის” კატასტროფისას დაღუპულთა ოჯახები პუტინის წინააღმდეგ სარჩელს ამზადებენ
“ბოინგ 777-ის” ტრაგედიისას დაღუპულთა ოჯახის წევრების ნაწილი ვლადიმერ პუტინის წინააღმდეგ სარჩელის შეტანას აპირებს. ინფორმაციას გამოცემა Sunday Times-ი ავრცელებს.
დღესვე ჰოლანდიაში პირველი დაღუპულის ცხედარი ამოიცნეს. პროცესი ქალაქ ჰილვერსუმში მიმდინარეობს. ცხედრების ამოსაცნობად 200 ექსპერტი მუშაობს.
გასულ ღამეს ქვეყანაში დაღუპულების გადასასვენებლად უკანასკნელი რეისი შესრულდა. პარალელურად, ცნობილი ხდება, რომ ჰოლანდია ტრაგედიის ადგილზე დამატებითი კვლევის ჩასატარებლად პოლიციის თანამშრომლებს გზავნის.