ისრაელმა “ჰამასის” წინააღმდეგ ოპერაცია განაახლა

   ღაზაში ზავი დასრულდა. რამდენიმე საათის წინ ისრაელმა სექტორში სახმელეთო, სამხედრო-საჰაერო და საზღვაო ძალების ოპერაცია განაახლა.
ცახალის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ოპერაციის განახლების შესახებ გადაწყვეტილება “ჰამასის” მორიგი იერიშების ფონზე მიიღეს.
გასულ ღამეს ისრაელის ტერიტორიის მიმართულებით 25 რაკეტა გაუშვეს, აქედან 4 რაკეტსაწინააღმდეგო სისტემამ ჩამოაგდო.
გარდაცვლილია ერთი სამხედრო. ისრაელის არმია მოუწოდებს ღაზის მაცხოვრებლებს, არ მიუახლოვდნენ სამხედრო ოპერაციის ზონას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები