თურქეთში Covid-19-ის ანტირეკორდი დაფიქსირდა
თურქეთში უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში Covid-19-ის ანტირეკორდი დაფიქსირდა, ქვეყანაში 1 111 157 ინფიცირებული გამოვლინდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „ანადოლუ“ ავრცელებს.
ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრის, ფაჰრეტინ კოჯის განცხადებით, დაინფიცირების რიცხვის მკვეთრი მატება, რომელიც დაკავშირებულია „ომიკრონის“ შტამის გავრცელებასთან, ასევე იწვევს ლეტალური შედეგების მატებასაც, განსაკუთრებით ეს ეხება ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტებს და მოხუცებს.
კორონავირუსს 248 ადამიანი ემსხვერპლა, რაც ყველაზე დიდი მაჩვენებელია გასული წლის 4 ოქტომბრიდან. საერთო ჯამში თურქეთში დარეგისტრირებულია კორონავირუსის 12 მილიონი შემთხვევა. მათგან გარდაცვლილია 88 ათასი ადამიანი.