სოხუმის სკოლებსა და საბავშვო ბაღებში კარანტინი 11 თებერვლამდე გაახანგრძლივეს
სოხუმის სკოლებსა და საბავშვო ბაღებში კარანტინი 11 თებერვლამდე გაახანგრძლივეს.
კარანტინზე დახურულია ასევე სკოლები ოკუპირებული აფხაზეთის სხვა რაიონებშიც, გუდაუთასა და გაგრაში.
ოკუპირებულ აფხაზეთში საგანმანათლებლო დაწესებულებები, მძიმე ეპიდვითარების გამო, კარანტინზე 27 იანვრიდან იმყოფებიან.