ერდოღანი: ზელენსკი მზად არის, პუტინს თურქეთში შეხვდეს

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი დათანხმდა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან თურქეთში შეხვედრას.

ამის შესახებ CNN Turk წერს.

“ჩვენს წინადადებაზე, რომ ჩინეთიდან დაბრუნებისთანავე პუტინი თურქეთს ეწვიოს, დადებითი პასუხი მივიღეთ. ახლა ჩვენ ვადგენთ თარიღს. შემდეგ გვინდა, უმაღლეს დონეზე შევკრიბოთ ბატონი პუტინი და ბატონი ზელენსკი. ჩვენი შეთანხმება ბატონ ზელენსკისთან არის ზუსტად ამ მიმართულებით“, – განუცხადა მან ჟურნალისტებს.

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ კრემლი არ უარყოფს რუსეთის ფედერაციისა და უკრაინის პრეზიდენტების შეხვედრის შესაძლებლობას.

“მაგრამ იმისათვის, რომ ეს მოხდეს, აუცილებელია,  რაღაც სრულდებოდეს წინა ხელშეკრულებებიდან. ძალიან რთულია რაიმე სახის სამიტებზე საუბარი. რადგან სამიტებს  სჭირდებათ მომზადება, ისინი არ უნდა იყოს სპონტანური, არ უნდა იყოს უნაყოფო და არათანმიმდევრული. ჯერჯერობით, მომზადების ნაწილში ვკოჭლობთ”, – თქვა პესკოვმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები