ევროკომისიაში “ჩრდილოეთ ნაკად-2”-ის გაშვების პირობა დაასახელეს
რუსული გაზსადენის, “ჩრდილოეთ ნაკად”-2- ის გაშვება რუსეთის ქმედებებზე იქნება დამოკიდებული, – განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა Les Echos-თან ინტერვიუში.
”მოსკოვი იყენებს გაზს, როგორც ჩვენზე ზეწოლის ინსტრუმენტს, ამიტომ, “ჩრდილოეთ ნაკადი-2” არ შეიძლება, გამოირიცხოს სანქციების სიიდან”, – თქვა მან.
გარდა ამისა, ფონ დერ ლაიენი აცხადებს, რომ “გაზპრომის” პოლიტიკა უცნაურად გამოიყურება.
მისი აზრით, კომპანიამ მაქსიმალურად უნდა გაზარდოს მიწოდების მოცულობა, რადგან ევროპაში გაზზე დიდი მოთხოვნაა.
ფონ დერ ლაიენმა დასძინა, რომ ევროპული ქვეყნები აქტიურად ეძებენ ”ლურჯი საწვავის” რუსული მიწოდების შემცვლელს, პირველ ყოვლისა, შეერთებულ შტატებზე დაყრდნობით.