“პუტინს მსოფლიო ჩემპიონატის რუსეთში ჩატარების უფლება უნდა ჩამოერთვას“

   დიდი ბრიტანეთის ვიცე-პრემიერმა ნიკ კლეგმა კრემლის წინააღმდეგ მკაცრი ზომების გატარების აუცილებლობის შესახებ განცხადება გააკეთა.
დიდი ბრიტანეთის ვიცე-პრემიერი მოითხოვს, პუტინს 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის რუსეთის ფედერაციაში ჩატარების უფლება ჩამოერთვას.
მისი თქმით, ისეთი “ბოინგ 777“- ის ავიაკატასტროფის შემდეგ ევროკავშირი უბრალოდ ვალდებულია გახდეს ბევრად უფრო მკაცრი ვლადიმერ პუტინის წინააღმდეგ.
,,რუსეთის პრეზიდენტის საქციელები ყველა ზღვარს გასცდა, არ შეიძლება მიეცეს მას უფლება მუდმივად გამოსცადოს საერთაშორისო თანამეგობრობის მოთმინება”-აღნიშნა დიდი ბრიტანეთის ვიცე-პრემიერმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები