კადიროვმა ობამა და ევროკავშირის ლიდერები შავ სიაში შეიყვანა
რამზან კადიროვი საკუთარ შავ სიას ქმნის და ჩეჩნეთის რესპუბლიკაში შესვლას ბარაკ ობამას, ასევე ევროკავშირის ლიდერებს, მათ შორის ჟოზე მანუელ ბაროზოს, ჰერმან ვან რომპეის, ქეთრინ ეშტონს და მარტინ შულცს უკრძალავს. ამასთან, კადიროვი ქვეყანაში მათ აქტივებს ყინავს.
ჩეჩნეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი მათ “სახელმწიფო ტერორისტებს” უწოდებს და მუსლიმების სისხლისღვრაში ადანაშაულებს.
კადიროვი ობამას და ევროკავშირის ლიდერებს ლიბიაში, სირიაში, ერაყში, ავღანეთსა და უკრაინაში მიმდინარე მოვლენებშიც ადანაშაულებს. მისი თქმით, დემოკრატიის საფარქვეშ ისინი მშვიდობიან მოსახლეობას ანადგურებენ.