როდის იგეგმება ქვეყანაში ახალი ვაქცინების შემოტანა – თამარ გაბუნიას კომენტარი

ჩვენი მიზანია, როგორც კი გაჩნდება ბაზარზე ხელმისაწვდომი ადაპტირებული ვაქცინა, ჩვენს მოსახლეობასაც ჰქონდეს ამ ვაქცინაზე წვდომა, მანამდე კი ვაქცინაცია ქვეყანაში არსებული პრეპარატებით უნდა გაგრძელდეს, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა.

მისი თქმით, საქართველო კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების ახალი პარტიების შესაძენად თანამშრომლობას Pfizer-სა და Covax-პლატფორმასთან აგრძელებს.

„12 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში Pfizer-ს აქვს განსაკუთრებული, განსხვავებული კონცენტრაციის ვაქცინა, რომელიც შედარებით დაბალი დოზით შეიცავს აქტიურ ნივთიერებას და მისი გამოყენებაა რეკომენდებული. ამ მიმართულებითაც მიდის მუშაობა. ასევე, ბუნებრივია გავაგრძელებთ თანამშრომლობას Covax-ის პლატფორმასთან. ვაქცინები, რომელთა გამოსვლაც მოსალოდნელია უახლოეს პერიოდში არის Novavax-ი, მაგალითად. არის სხვა ვაქცინებიც, რომლებიც ახლა ადაპტირდება ახალ შტამებთან მიმართებით. იგივე შეეხება Pfizer-ის ვაქცინას და, ბუნებრივია, ყველა ამ მიმართულებით მიმდინარეობს მუშაობა“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ “ქრონიკასთან” საუბრისას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები