“ფილტვების 4%-იანი დაზიანებით შევიდა, დღეს უკვე 85%-ია” – როგორია თამაზ მეჭიაურის ჯანმრთელობის მდგომარეობა

პარლამენტის ყოფილი წევრი, ემზარ კვიციანი კოვიდინფიცირებული თამაზ მეჭიაურის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

მისი თქმით, მეჭიაურის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა.

“ფილტვების დაზიანების 4%-ით შევიდა 2-3 დღეში უკეთ იყო, ველაპარაკებოდი Whatsapp-ის ლაივით. გუშინწინ, დილის 9-ზე რომ დავურეკე, ცუდად იყო და მითხრა, ძლივს გავათენე ღამეო. ექიმები სად იყვნენ-მეთქი და გადააგდო გვერდზე თავი ძალიან უიმედოდ. გუშინ კატე გადაუღეს, უკვე 18-ზე გაიზარდა დაზიანება ფილტვების, დღეს უკვე 85%-ია. ხალხო, ესაა მკურნალობააა! და ამას ვეუბნებით  – არ დანებდეო, რომელიც 4 ქულით მივიდა დახმარების თხოვნით და პირიქით, კოვიდის მხარეს აღმოჩნდა ის ხალხი, ვისი იმედიც ჰქონდა!!! ვერ ვხვდებით???”, – წერს ემზარ კვიციანი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები