გურამ მაჭარაშვილი: სააკაშვილის საქმეზე საგამოძიებო კომისიას თუ შექმნიან, მასში მონაწილეობას მივიღებთ, რათა საზოგადოებას სიმართლე კიდევ ერთხელ ვაჩვენოთ
“თუ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიას შექმნიან, მასში მონაწილეობას მივიღებთ, რომ საზოგადოებას სიმართლე კიდევ ერთხელ ვაჩვენოთ”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ მმართველი გუნდი კომისიის შექმნის საჭიროებას ვერ ხედავს, ოპოზიციას ამის გაკეთების საშუალება აქვს.
„თუ საგამოძიებო კომისიას შექმნიან, ბუნებრივია, კიდევ ერთხელ დავამტკიცებთ სიმართლეს მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით. ამ თვალსაზრისით სიახლე არაფერი იქნება. რადიკალურ ოპოზიციას უნდა, ეს ინსტრუმენტი იმისთვის გამოიყენოს, რომ როგორმე პოლიტიკურ ზედაპირზე იყოს, ამას მეტი მიზანი არ გააჩნია. ჩვენ არ ვთვლით, რომ კომისია საჭიროა. თუ ისინი კომისიის შექმნას საჭიროდ მიიჩნევენ, ამის გაკეთების საშუალება აქვთ,“ – განაცხადა მაჭარაშვილმა.