“თალიბანმა”, პირველად, ქალები ხელმძღვანელ თანამდებობებზე დანიშნა

ავღანეთში, ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ პირველად, “თალიბებმა” ქვეყანაში ხელმძღვანელ თანამდებობებზე ქალების დანიშვნაზე განაცხადეს.

ამის შესახებ Twitter-ზე ინფორმაციისა და კულტურის მინისტრის მოადგილემ, ზაბიჰულა მუჯაჰიდმა დაწერა.

Deutsche Welle წერს, რომ, გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ე.წ. პრემიერმინისტრის ბრძანებით, ექიმი მალალაი რაჰიმი დაინიშნა ქაბულში სპეციალიზებული სამშობიარო საავადმყოფოს “მალალაის” დირექტორად – მთელს ქვეყანაში ამ ტიპის ერთადერთი სამეანო-გინეკოლოგიური დაწესებულებაა.

კიდევ ერთი ქალი, დოქტორი არიანი, უმაღლესი განათლების სამინისტროს წინადადებითა და ე.წ. პრემიერმინისტრის თანხმობით, დედაქალაქის შაჰრარის კვარტალში მდებარე გინეკოლოგიური კლინიკის დირექტორად დაინიშნა.

აღინიშნება, რომ დანიშვნებს წინ უძღოდა არაერთი შეხვედრა “თალიბანსა” და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შორის, რომლის დროსაც, სხვა საკითხებთან ერთად, დაისვა ავღანეთის საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებაში ქალების მონაწილეობასთან დაკავშირებული საკითხები.

გარდა ამისა, აღინიშნება, რომ ქვეყანაში მსოფლიოში მშობიარობის დროს სიკვდილიანობის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია და ეს პრობლემა სასწრაფოდ უნდა მოგვარდეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები