ლარი მცირედით გამყარდა
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.0451 ლარი გახდა.
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 3.0451 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.0518 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით 0.0067 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.4282 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.4104 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0178 ლარი შეადგინა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ძალაში ხვალ შევა.