სოხუმში, ეპიდვითარების გაუარესების ფონზე, სკოლებსა და ბაგა-ბაღებში კარანტინი შესაძლოა, გახანგრძლივდეს

ოკუპირებული სოხუმის სკოლებსა და საბავშვო ბაღებში კარანტინი შესაძლოა, გაგრძელდეს იმ შემთხვევაში, თუ კორონავირუსით ინფიცირების მზარდი მაჩვენებელი იქნება.

ამის შესახებ სოხუმის ე.წ. მერმა, ბესლან ეშბამ განაცხადა.

„თუ შემთხვევების ზრდა კვირის ბოლომდე გაგრძელდება, ჩვენ გავაგრძელებთ საკარანტინო ზომებს ზოგადსაგანმანათლებლო და სკოლამდელ დაწესებულებებში“, – თქვა მან.

ამჟამად, სოხუმში სკოლები და საბავშვო ბაღები 4 თებერვლამდეა დაკეტილი, სოხუმის ე.წ. ადმინისტრაცია კარანტინზე 31 იანვრიდან 6 თებერვლამდე იმყოფება.

ამასთან, როგორც სოხუმის ინფექციური საავადმყოფოს ე.წ. მთავარმა ექიმმა, ასტამურ გუნიამ თქვა, საავადმყოფოში მიმართვიანობა გაზრდილია, თუმცა არ გაზრდილა ჰოსპიტალიზებულთა რიცხვი.

ასევე, ცნობილი ხდება, რომ სოხუმის პოლიკლინიკები პაციენტების მიღებას ზღუდავენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები