მოსკოვმა “უსაფრთხოების გარანტიებზე” ვაშინგტონის წინადადებებს უპასუხა

პასუხის პასუხი – მოსკოვმა ვაშინგტონს, თავისივე უსაფრთხოების გარანტიების შესახებ გაგზავნილი წინადადებების პასუხზე, ვაშინგტონის შემხვედრ წინადადებებს უპასუხა.

ამის შესახებ The Washington Post-ი წერს.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში ინფორმაციას ადასტურებენ.

„ჩვენ შეგვიძლია, დავადასტუროთ, რომ რუსეთისგან წერილობითი პასუხი მივიღეთ. საჯაროდ მოლაპარაკება არაპროდუქტიული იქნებოდა, ამიტომ, ჩვენ ამას რუსეთის განსახილველად ვტოვებთ, სურთ თუ არა – განიხილონ თავიანთი პასუხი საჯაროდ. ჩვენ სრულად ვრჩებით დიალოგის ერთგული ამ საკითხების მოსაგვარებლად და გავაგრძელებთ მჭიდრო კონსულტაციებს ჩვენს მოკავშირეებსა და პარტნიორებთან, მათ შორის, უკრაინასთან“, – ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები