ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 592 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ოკუპირებულ აფხაზეთში 1009 ადამიანი გამოიკვლიეს და მათგან 502 -ს კორონავირუსი დაუდასტურდა, – ინფორმაციას ე.წ. ადგილობრივი ოპერატიული შტაბი ავრცელებს.
მათივე ცნობით, ვირუსის შედეგად, ბოლო ორი დღის განმავლობაში 5 ადამიანი გარდაიცვალა.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსი სულ 43 929 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 36 757, გარდაიცვალა 599 პირი
ადგილობრივი დე ფაქტო ხელისუფლების ცნობით, ოკუპირებულ აფხაზეთში აქტიურად ცირკულირებს კორონავირუსის „ომიკრონ“ ვარიანტი.