ოკუპირებულ სოხუმში, კორონავირუსის შემთხვევების მატების გამო, ერთკვირიანი კარანტინი გამოცხადდა

ოკუპირებულ აფხაზეთში, სოხუმში კორონავირუსის შემთხვევების მატების გამო, ერთკვირიანი კარანტინი გამოცხადდა.

ინფორმაციას ამის შესახებ ქალაქის ე.წ. ადმინისტრაცია ავრცლებს.

მათივე ცნობით, ადგილების დეფიციტის გამო, სოხუმის პოლიკლინიკები პაციენტების მიღებას შეზღუდავენ.

ე.წ. ადმინისტრაციის ჯანდაცვის დეპარტამენტის უფროსის, ირმა ვუბას ბრძანებით, პოლიკლინიკები მხოლოდ სიცხის მქონე პაციენტებს მიიღებენ.

ოკუპირებულ სოხუმში ერთი კვირით დაიკეტება სკოლები და საბავშო ბაღები

პანდემიის გავრცელებიდან დღემდე, ოკუპირებულ აგხაზეთში COVID 19-ით ინფიცირების 43 337 შემთხვევა დაადასტურდა. გამოჯანმრთელდა 36 489, ხოლო გარდაიცვალა 594 ადამიანი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები